ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფელი გურჯანი შატბერდის სიახლოვეს მდებარეობს, აქ ქართული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესიიდან საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტებია დარჩენილი, მაღალი საკურთხევლის აფსიდი კონქით, დასავლეთის მკლავი. ფაჰრიე ბაირამი მას ჯვარ-გუმბათიან ეკლესიად განიხილავს, თუმცა მასების განაწილებამ და არათანამარმა გუმბათქვეშა „კვადრატმა“ ჩვენში ეჭვები გამოიწვია, რომ ეს გარდამავალი პერიოდის კიდევ ერთი არასტანდარტული ნაგებობა უნდა იყოს.