პროექტის შესახებ

წინამდებარე საიტი მომხმარებელს წარმოუდგენს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა, ტაოს და ა.შ. ქრისტიანული ხუროთმოძღვრების 102 (ას ორ) ძეგლს.

გამოცემა მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება # 17/05).

წამყვანი ორგანიზაცია: საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება.

შეგროვილი და გამოქვეყნებული მასალა:

ძეგლები: 102
ფოტოები: 16,000-მდე
პანორამები: 800-მდე
ნახაზები: 200-მდე
სტატიები: 110-მდე