არსენისეული II

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

არსენისეული ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 120 მეტრის მოშორებით, კლდის ძირში აღმოჩნდა არსენისეულის ეკლესიის მსგავსი გეგმარების, ოღონდ უფრო პატარა მასშტაბის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეს ეკლესიაც სუბსტრუქციაზეა ნაშენი, რომელშიც დაბალი სკრიპტაა. ცოკოლის თავზე მარტივპროფილიანი კარნიზი გასდევს. კედლები ძირითადად დანგრეულია, თუმცა გეგმა მთლიანად იკითხება. დარბაზი წინ წამოწეული პილასტრებით ორ ნაწილად იყოფოდა. გრძივ კედლებზე ორ საფეხურიანი თაღები გადადიოდა. ნახევარწრიული საკურთხევლის გვერდებზე სწორკუთხა პასტოფორიუმები იყო. აღმოსავლეთ ფასადზე სამკუთხა ნიშების კვალია.

ეკლესიიდან მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთის მხრიდან ეკლესიაზე კლდე გადმოდის და უკან ვიწრო გასასვლელი რჩება. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი შიგნიდან კლდის მხარეს ფართოვდება. ეკლესია ნაშენია უხეშად თლილი, რუხი ფერის კლდოვანი ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია.
ეკლესია, შემორჩენილ ფრაგმენტებზე დაყრდნობით, X საუკუნეს განეკუთვნება.

+ფოტოგალერეა
  • arseniseuli-2
+მეტამონაცემები