ფექრაშენი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენით ჩილდირის ტბის სანაპიროზე. საგრძნობლად დანგრეულია, თუმცა შემორჩენილია რამდენიმე კედელი და საინტერესო დეტალები. ტაძრის აღმოსავლეთის კედელი, რომელიც მძლავრი სამკუთხა ნიშებით იყო გაფორმებული, ამჟამად ნაწილობრივ გამონგრეულია. რომელთაგან მხოლოდ ჩრდილოეთის ნიშა ფრაგმენტულად შემორჩენილია და ნიჟარისებური კონქით სრულდება.

ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენს მეზობლად დასახლებული ოჯახი ხან სამზარეულოდ და ხან საკუჭნაოდ იყენებს. ფექრაშენის ფასადები და კედლები თაღნარებითა და პილასტერ-თაღებით იყო გაფორმებული. ინტერიერში შემორჩა ლამაზი მცენარეული ორნამენტით გამოყვანილი კაპიტელები. სტილისტური ნიშნებით X საუკუნის ბოლო პერიოდით უნდა დათარიღდეს.

+მეტამონაცემები