ტაოსკარი II

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ტაოსკარის მეორე, დარბაზული ეკლესია მდებარეობს რვამკლავიანი ტაძრის დასავლეთით, 25-30 მეტრში. ეკლესია ნაშენია რუხი ფერის, კლდოვანი ჯიშის, უხეშად დამუშავებული მცირე ზომის კვადრებით. ჰორიზონტალები დაცულია.

ეკლესიის გადახურვა, კამარა და კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდიანი საკურთხეველია. ხოლო დასავლეთით სივრცე დაგრძელებულია ორ ნაწილად. შუა ნაწილი – გაგანიერებულია, ხოლო უკიდურესი დასავლეთის – ისევ დავიწროვებული. იმ განსხვავებით, რომ კედლები გამსხვილებულებია. საკურთხევლის სარკმელი განგრეულია, სამხრეთის კედელში შემორჩენილია ერთი სარკმელი, ხოლო დასავლეთ კედელში შეწყვილებული სარკმელი ამოშენებულია. რადგან კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია, ამიტომ კარის ადგილი ზუსტად განსაზღვრული არაა.

+ფოტოგალერეა
  • taoskari-2
+მეტამონაცემები