სვეტი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფელ სეითლერში, საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, შემორჩენილია IX ს-ის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. სვეტის ეკლესია ნაშენია კლდოვანი ჯიშის მოყვითალო-ქვიშისფერი და რუხი ქვებით. ქვები ძირითადად თანაბარზომიერია. ჰორიზონტალები – მეტ-ნაკლებად დაცული. კონსტრუქციული ადგილები კარგად თლილი ქვებითაა ნაგები. გვერდითა ნავები მთავარი ნავისგან ორ წყვილ ბურჯზე დაყრდნობილი თაღედით გამოიყოფოდა. გვერდითა ნავები ძალზე ვიწროა და პასტოფორიუმებით სრულდება. ცენტრალურ ნავს საკურთხეველი ასრულებს. აფსიდი ქვედა ნაწილში მორკალურგვერდებიანი ტრაპეციის ფორმისაა, რომელიც ზედა ნაწილში თანდათან ნახევარწრიულ მოხაზულობაში გადადის.

ეკლესიის თაღები, კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სამხრეთის მინაშენი გეგმის დონეზეა შემორჩენილი.

აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილ პასტოფორიუმის სარკმელს შირიმის ქვაში გამოკვეთილი თავსართი წარბი აქვს. ასევე შემორჩენილია აფსიდის სარკმლის წარბის სამხრეთ ნაწილი.

+ფოტოგალერეა
  • sveti
+მეტამონაცემები