ოთხთა მცირე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოთხთა ეკლესიის სამხრეთით, მთის ფერდზე, მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა. ეკლესია დგას დაბალ სუბსტრუქციაზე. ეკლესია ნაშენია უხეშად დამუშავებული, რუხი და ბაცი მოყავისფრო კლდოვანი ქვებით, ხოლო კუთხეები და კონსტუქციული ნაწილები შირიმის ქვისაა. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით, სარკმელები – აღმოსავლეთითა და დასავლეთით. საკურთხეველი დარბაზიდან პატარა მხრებით გამოიყოფა. ორიგინალურადაა გადაწყვეტილი საკურთხეველი: საკურთხევლის სარკმელი სიმაღლეში ორადაა გაყოფილი, ხოლო სარკმლის აქეთ-იქით მაღალი, აფსიდის სიმაღლის თაღოვანი ნიშებია. მაღალ ნიშებში თითო-თითო პატარა ნიშაა.

ეკლესიის კონქი და კამარა ჩამოქცეულია.

ეკლესია სავარაუდოდ X საუკუნისაა.

+ფოტოგალერეა
  • otxta-small
+მეტამონაცემები