ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირას, გორაკზე არსებული მერეს ციხის ქვეშ, ფერდის შუა წელზე, დგას დარბაზული ეკლესია მინაშენით. ტაძრის პერანგი მთლიანად შემოძარცულია და მის რაობაზე ქვათა ბუდეების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, საიდანაც ჩანს, რომ ქვები თარაზულ რიგებში იყო დაწყობილი და დიდი ზომის კვადრებს წარმოადგენდა. ეკლესიის მინაშენი სამხრეთ კედელზე აღმოსავლეთით აქვს, რომელსაც კარი სამხრეთიდან აქვს გაჭრილი. თავად ეკლესიის კარიც სამხრეთითაა განთავსებული, საიდანაც მოგრძო დარბაზში ვხვდებით, რომელიც ორთაღედითაა დანაწევრებული. შემორჩენილია სატრიუმფო თაღის მარტივად პროფილირებული კარნიზი.
სტილისტური ნიშნების მიხედვით ძეგლი X საუკუნეში უნდა იყოს აგებული.