ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
მდებარეობს სოფ. კახ-ინგილოს ცენტრში, მდ. კაკისწყლის მარცხენა ნაპირიდან 30-იოდე მეტრის დაშორებით.
ეკლესია აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე. ეკლესია XVIII ს. პირველ ნახევარშია აგებული. იგი უკანასკნელად XIX ს. ბოლოს განაახლა ივან-ბაბა ბულუღაშვილმა.
ეკლესია ჯვრისმკლავა დარბაზს წარმოადგენს ფართო, მაღალი სარკმლებით და მე-20-ე საუკუნეშია მოხატული.
ეკლესიაზე მიდგმულ სამრეკლოს აღმოსავლეთ ფასადზე აგურისა და ქვის წყობის ჩაღრმავებით (ჩაჭრით) გამოსახულია საკმაოდ დიდი ზომის ჯვარი, რომელიც მთელი სართულის სიმაღლეზე ვრცელდება.