თეთრციხე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

თეთრციხეს დარბაზული ეკლესია მდებარეობს ჩრდილის (ჩილდირის) ტბის ნაპირას, სადაც შემორჩენილია მეგალითური ციხის, გალავნის, კარიბჭის და გოდოლის ნაშთები. ეკლესია ძლიერ დანგრეულია. ჩამონგრეულია თაღი, კამარა და კონქის ნაწილი, დანგრეულია ნაგებობის დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილები, მეტწილად შემოძარცვულია საპირე წყობა. საკურთხევლისა და კონქის ჩრდილო ნაწილზე შემორჩენილია საპირე წყობა. აფსიდის მკლავის კაპიტელი ჰორიზონტალურ ლილვებიანია. ეკლესიის მახლობლად პალმეტებიანი ორნამენტაციით შემკული ქვა აგდია. თარიღდება X საუკუნის II ნახევრით.

+მეტამონაცემები