ვაჩეძორი (ნიაკომი)

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ვაჩეძორი მდებარეობს ნიაკომის ხეობაში, საკმაოდ მოცილებული სოფელ ილდიზკაიას.

ვაჩეძორი (ნიაკომი) საკმაოდ დიდი მონასტერი იყო. შემორჩენილია წმ. სტეფანეს სახ. საკმაოდ მოზრდილი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, შვიდი დარბაზული სამლოცველო, სამრეკლო, სენაკები, კაპელები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები.

მთავარი, წმ. სტეფანეს ეკლესია „ჩახაზული ჯვრის“ ტიპისაა. იგი თარიღდება IX ს-ნით. გუმბათი ებჯინება ოთხ მრგვალ ბურჯს. ცენტრალურ ნავს ნახევარწრიული საკურთხეველი ამთავრებს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა და შესაბამისად – პასტოფორიუმები ძელიან ვიწრო.

დასავლეთით ეკლესიას აქვს ნარტექსი. ტაძარში შემორჩენილია ნალესობისა და ფრესკის ფრაგმენტები.

კომპლექსიდან გამოირჩევა ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე კაპელა, სადაც შემორჩენილია გვიანი, XIII – XIV საუკუნეების ფრესკები.

+მეტამონაცემები