დამალა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფელ დამალას შუაგულში შემორჩენილია X საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია. ნაგებია კარგად თლილი და სწორ მწკრივებად დალაგებული რუხი ფერის ბაზალტის ქვით. პერანგის ქვა მეტწილად შემოძარცვულია.

ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით ტიმპანიანი კარები ჰქონდა, რომელთა ღიობებიც გამონგრეულია. სარკმელი – აღმოსავლეთით. დანარჩენი სარკმელების დონეები მორღვეულია. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. საკურთხევლის აფსიდა ნახევარწრიულია. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები დანგრეულია, თაღები და კამარა ჩამოქცეულია.

+მეტამონაცემები