გიში

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

მდებარეობს მდ. გიშის წყლის ხეობაში – სოფ. გიშში, რომელიც ისტორიულ ქ. შაქიდან 4 კილომეტრითაა დაშორებული.

„კუპელჰალე“-ს ტიპის საყდარი სოფელ გიშის აღმოსავლეთით ყველაზე ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს. მას გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება.

მნიშენელოვან ცნობებს გვაწვდის სოფელ გიშისა და მისი საყდრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი: „გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა…“ როგორც ჩანს, გიშის ღვთისმშობლის საყდარი ვახუშტის მოხსენიებული აქვს გუმბათოვან დიდ ეკლესიად.

გიშის საყდრის მთელი ნაგებობა და კარვისებური რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის გუმბათი დღემდე კარგადაა შემონახული. როგორც ირკვევა, გიშის საყდრის გუმბათი და ზოგიერთი სხვა ელემენტი უკანასკნელად აღდგენილ და გადაკეთებულ იქნა XIX ს. პირველ ნახევარში.

გ. ჩუბინაშვილის აზრით, შესაძლებელია გარჩევა იმ ძლიერ დანგრეული უძველესი ეკლესიის ნაშთების, რომელიც XI ს. აუშენებიათ. გ.ჩუბინაშვილი იქვე შენიშავს, რომ ეს პატარა ეკლესია თავისი უტყვი არქიტექტურით არ შეიძლება მივიღოთ ეპისკოპოსთა იმ კათედრად, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ VI საუკუნეში, სახელდობრ, „გიშელთა“ კათედრად; ასევე მისი აზრით, ეკლესიის შესასვლელი (კარიბჭე) გადაკეთებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

ძეგლის აგებისა და ნგრევა-განახლების პირველ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს VI-XI სს. ხოლო მეორე პერიოდს ვაკუთვნებთ XVII ს-დან ვიდრე XIX ს. მეორე ნახევრამდე. ამჟამად ტაძარში მუზეუმია მოწყობილი.

+მეტამონაცემები