ბანა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ბანას კათედრალი აგებულია VII და შემდეგ X სს-ეებში და წარმოადგენს წრიულ გარშემოსასვლელიან ტეტრაკონქს. გუმბათი ეყრდნობა ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილებში სამ-სამსართულიან მოცულობებს, რომელთა ყველა სართულის სათავსები თაღოვანი ღიობებით იხსნება ჯვრის მკლავების სივრცეებში. აფსიდები ეყრდნობა მრგვალ სვეტებზე დაბჯენილ თაღნარებს, რომლებიც გარშემოსავლელში იხსნებიან. საკურთხევლის თაღნარი 6 მრგვალ სვეტს ებჯინება, რომელთაც ორიგინალური, ბანასთვის დამახასიათებელი „იონური“ კაპიტელები აქვთ, ხოლო დანარჩენ აფსიდებში ოთხ-ოთხი სვეტი იყო.
1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანა ციხესიმაგრედ აქციეს (ამოავსეს გარშემოსავლელის სარკმელები, მიადგეს კვადრატული კოშკისებრი ბურჯები), რის გამოც ტაძარი ძლიერ დაზიანდა.
ამჟამად ბანას გუმბათი ჩამოცქეულია, საკურთხევლის გარდა ყველა აფსიდი და გარშემოსავლელის დიდი ნაწილი დანგრეული.

დასავლეთის პორტალის თავზე შემორჩენილია მცენარეული ორნამენტი. გარშემოსავლელის სვეტზე – კორინთული კაპიტელი, დასავლეთით ასომთავრული წარწერა, ხოლო საკურთხევლის სვეტებიდან მხოლოდ ერთიღაა თავის ადგილას.

მიუხედავად უდიდესი ნაწილის დანგრევა-დაზიანებისა, თავისი მონუმენტურობითა თუ ბუნებასთან შერწყმის ოსტატობით, მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

+მეტამონაცემები