ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ჭოროხის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, იუსუფელთან ახლოს, მთის ფერდზე დგას საპირეშემოძარცვული კოწახურას (ახალთას) დარბაზული ეკლესია.
ეკლესიას მაღალი ორქანობა სახურავი ჰქონდა. ლორფინები შემორჩენილი აღარაა. ეკლესიის დასავლეთ კარის ღიობი განგრეულია. საკხრეთ კედელში და საკურთხეველში თითო სარკმელია გაჭრილი. დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები პილასტრებით ონ ნაწილად იყოფა, პილასტრებზე კამარის საყრდენი თაღი გადადის.
აფსიდი ქვედა ნაწილში სწორკუთხედს უახლოვდება, ხოლო ზედა ნაწილში შედარებით სიმრგვალეში გადადის. აფსიდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია.
ეკლესიაში შემორჩენილია ნალესობა და ფრესკების ფრაგმენტები: საკურთხეველში – ვედრების სცენა, ხოლო დასავლეთ კედელზე – ორი გვირგვინოსანი ფიგურა.
ეკლესია შემორჩენილი ფორმების მიხედვით, სავარაუდოდ გვიანი სუასაუკუნეებისაა (XIV-XV სს).