არსენისეული I

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოთხთა ეკლესიის დასავლეთით, მაღლა მთაზე დგას ძლიერ სუბსტრუქციაზე აშენებული დარბაზული ეკლესია, რომელიც ჩრდილოეთ კედლის სამშენებლო წარწერის თანახმად არსენას 984 წელსა აუშენებია.

სუბსტრუქცია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებითაა ამოყვანილი. სუბსტრუქციას მარტივ პროფილიანი კარნიზი ასრულებს. ეკლესიის პერანგი შირიმის ქვითაა მოპირკეთებული.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადს სამი სარკმელი და ორი მოზრდილი სამკუთხა ნიში ამშვენებს. აფსიდის სარკმლის ქვეშ, სუბსტრუქციაში, სკრიპტაში შესასვლელი არქიტრავული ღიობია.

ტაძრის მდებარეობის გამო, შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა და კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. ეკლესიის დარბაზი ძლიერად წინ წამოწეული ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთ ნაწილში ქვის თაღნარზე დაყრდნობილი პატრონიკე იყო მოწყობილი. თაღნარის შუა სვეტი დანგრეულია. დარბაზს ნახევარწრიული საკურთხეველი ასრულებს, რომლის გვერდებშიც ვიწრო, სწორკუთხა პასტოფორიუმებია მოწყობილი. პასყოფორიუმის კარების თავზე სახატე ნიშებია.

ეკლესიაში შემორჩენილია შელესილობისა და ფრესკის ფრაგმენტები.

+ფოტოგალერეა
  • arseniseuli-1
+მეტამონაცემები