| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ნასოფლარ შვიდრევანთას ეკლესია (41°29’7.31″N 43°18’38.21″E 1204 მ) ნანგრევების სახით შემოგვრჩა. ჩამოქცეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები. გეგმის მიხედვით, ესაა მარტივი უპასტოფორიუმო დარბაზული ეკლესია სწორ კედელში ჩაწერილი ოდნავ ნალისებრი აფსიდით. მის თავისებურებას წარმოადგენს უსწორო, გაღუნული სამხრეთი კედელი. შასასვლელიც სწორედ ამ მხარესაა. სარკმლების განლაგება ვერ ფიქსირდება. აფსიდს მძლავრი შვერილები აქვს. კედლები განსაკუთრებული მასიურობით გამოირჩევა. უჩვეულოდ დიდია ასევ მკვდარი სივრცეები აფსიდის გვერდებზე. ეკლესია ნაგებია ძალზე დიდი, უხეშად დამუშავებული არათანაბარი ზომის ქვით.

