მოქცევის ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნასოფლარ მოქცევის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთი მონაკვეთი. აფსიდის ფრაგმენტი წაქცეულია და იქვე გდია. დარბაზის კამარა ერთი შეკიდული საბჯენი თაღის საშუალებით იყო დანაწევრებული. ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია ამ თაღის ქუსლი და ნახევარპილასტრი ნახევარწრეებით მორთული მასიური კაპიტელით. ქუსლი დამატებით გაფორმებული ჰორიზონტალური პროფილებით. კედლები ნაგებია ირეგულარული ზომის და ფორმის, უხეშად დამუშავებული მასიური ქვით, კარგად გათლილი კვადრები გამოყენებულია ნახევარპილასტრზე და, სავარუდოდ, ასეთივე იყო ეკლესიის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ნაგებობა უჩვეულოდ მაღალი პროპორციებით გამოირჩევა. ყველა ამ თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ძეგლი XI-XII სს-ის ნიმუშს წარმოადგენდეს, თუმცა შემორჩენილი დეტალები გადაჭრით რაიმეს მტკიცების საშუალებაა არ იძლევა.

+ფოტოგალერეა
  • moqtseva-church
+მეტამონაცემები