| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. მინაძის (ოხერას) წმ. გიორგის ეკლესია (41°37’29.32″N 43°02’47.71″E 994 მ) მაღალ ხელოვნურ ბაქანზე დგას და ურავლის ხეობას გადაჰყურებს. შენობა ირეგულარული ქვის მასიური ბლოკებითაა ნაგები და ერთსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. ბაქნის ჩრდილოეთი მხარე ფერდობისკენაა მიმართული, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ქვედა ნაწილი ფერდის პირასაა და ვიწრო გარშემოსავლელი აქვს დატოვებული. ამ მხარეს ცოკოლი არაა და შენობა უშუალოდ კლდესთანაა მიდგმული.

