ვალეს კათოლიკური

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ქ. ვალეს ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია (41°37’06.33″N 42°52’10.92″E 1144 მ) აგებულია 1862 წელს. ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, შვერილი ნახევარწრიული აფსიდით, სამივე ნავი ერთიან ორფერდა გადახურვაშია მოქცეული, მათ სიმაღლეებს შორის მცირე სხვაობაა. ინტერიერი სამ ნავად იყოფა სვეტების სამი წყვილის მეშვეობით. ორი წყვილი მრგვალ კოლონებს წარმოადგენს სამცხის მონოფიზიტური და კათოლიკური არქიტექტურისთვის ტიპური კაპიტელებით, აფსიდისწინა წყვილი კი კვადრატული კვეთისაა. ეს უკანასკნელი წყვილი ძალზე ახლოსაა განლაგებული აფსიდთან, პრაქტიკულად მის ნახევარწრის შიგნითაა, ხოლო ტრაპეზი ამ ორ ბურჯს შორის მდებარეობს. აფსიდის შუბლზე მრგვალი აკუსტიკური ნიშია. გვერდითა ნავების გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი მარტივი პილასტრით ტრაპეციისებრი მასიური კაპიტელებით, დასავლეთ კედელზე ასეთი ბურჯების ერთი წყვილია. სამივე ნავის კამარა ორი-ორი საბჯენი თაღის მეშვეობით სამ-სამ ტრავეადაა დაყოფილი. ჩრდილოეთის ნავის დასავლეთ მონაკვეთში პატრონიკეა, რომელზეც ხვეული კიბე ადის. კედლები შელესილია, შეულესავად დატოვებულია მხოლოდ სვეტები, პილასტრები და თაღები.

+ფოტოგალერეა
  • vale-catholic
+მეტამონაცემები