რუსუდანკალმა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ძეგლი მდებარეობს სოფ. პენეკის გადასახვევზე, მდინარის მარჯვნივ შეჭრილ კლდოვანი ხევის მასივში, გზიდან 40-იოდე მეტრის სიმაღლეზე. ბაზალტის მოზრდილი ქვებით აგებულ სპეციალურ სუბსტრუქციაზე კარგად ნათალი, ჰორიზონტალურ წყობის ქვის პერანგისგან ნაგები დარბაზული ეკლესიაა ამოყვანილია.

ამჟამად ეკლესიაში შესასვლელი გზა ჩამოშლილია. სამხრეთის ფასადზე ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელია შემორჩენილი. აღმოსავლეთის სარკმელი დიდწილად გამონგრეულია. ინტერიერში ალაგ-ალაგ მოხატულობის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის აღმოსავლეთით და დასავლეთით დამხმარე ნაგებობათა კვალია.

ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლს „რუსუდანკალმა“-დ მოიხსენიებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ძეგლის მშენებლობა რუსუდან მეფის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული და სავარაუდოდ XIII საუკუნის I ნახევრს უნდა განეკუთვნებოდეს.

+მეტამონაცემები