ლექართის წმ.ნინო

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

კახიდან ჩრდილო-დასავლეთით თოშეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს უძველესი ქართული სოფელი – ლექართი. ამ სიტყვის ფუძეა ქართული სატომო სახელი „ქართ“. დაღესტნის ლეკები ამ სოფელს „გურჯების“ სოფელს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქ მხოლოდ ჩამოსახლებული ლეკები მოსახლეობენ.

სოფელ ლექართიდან (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ორიოდე კილომეტრის დაშორებით, კავკასიონის მთის ძირას, სამხრეთ დამრეც კალთებს შორის, ერთ-ერთ შედარებით დავაკებულ ადგილზე მდებარეობს ლექართის წმინდა ნინოს მონასტერი.

ამ ადგილებს დღევანდელი იქაური მუსლიმანური მოსახლეობა (ლეკები) „ქილისალარს“ ეძახის, რაც მათ ენაზე ეკლესიებს ნიშნავს.

სხვადასხვა სახის სამონასტრო დანიშნულების ნაგებობათა შორის თორმეტამდე ეკლესიაა. მათგან ორი დიდ ტაძარს წარმოადგენს. დასავლეთით მდებარე – შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი ტაძრის ნანგრევს წარმოადგენს.

ლექართის მონასტრის ანსამბლი ძველად გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ფრაგმენტები და ნანგრევების ნაშთები დღემდე კიდევ არსებობს.

მონასტერი VII-IX სს აგებული და ჰერეთის საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა.

+ფოტოგალერეა
  • leqarti-nino
+მეტამონაცემები