იოკუშლუ

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ჭოროხის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. იოკუშლუში შემორჩენილია გარდამავალი ხანის, კუპელჰალეს ტიპის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი და ჩრდილო-დასავლეთის კუთხე.

სამწუხაროდ, ეკლესიის ადგილას გზაა გაყვანილი, ჩრდილოეთ კედელზე სამი თაღია. აქედან ორი – შედარებით მომცრო ზომის – უფრო დასავლეთით და ერთი, უფრო დიდი – აღმოსავლეთით. სწორედ ეს ნაწილი იყო გუმბათქვეშა სივრცის ნაწილი.

ეკლესია ნაგებია კლდოვანი ჯიშის მოყავისფრო და რუხი ფერის ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია, თუმცა ქვებს შორის დიდი ღრიჭოებია. კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული თლილი ბაზალტის ქვები.

+ფოტოგალერეა
  • iokushlu
+მეტამონაცემები