დოლისყანა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ისყანის ეკლესია, როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, აგებულია 954-958 წწ. ეკლესია ჩაწერილი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და პასტოფორიუმებით, დასავლეთით – მინაშენით, სამხრეთ-დასავლეთით – გალერეით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – სათავსით.

ეკლესია ნაგებია საშუალო ზომის, ზერელედ დამუშავებული ნაირფერი ქვებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები და გუმბათის ყელი ამოყვანილია სუფთად თლილი კვადრებით. გუმბათი შემკულია თაღნარით. რომლის კაპიტელები მოჩუქურთმებულია. დოლისყანის ფასადები გამოირჩევა ფერადოვნებითა და სკულპტურული რელიეფების სიუხვით. აქ ვხვდებით მთავარანგელოზთა, ღვთისმშობლის, მაცხოვრის, გაბრიელ დეკანოზისა და სუმბატ მეფის რელიეფებს. მზის საათის ქვა დაკარგულია. გამოირჩევა სამხრეთის სარკმლის მორთულობა. მცენარეულ მოტივიანი წარბის ქვეშ, სარკმლის თავზე განთავსებულია დიდი ნახევარწრიული წარწერა.

სამხრეთ გალერეის კარის ტიმპანის ქვეშ შემორჩენილია ფრესკის კვალი, ხოლო მის ქვეშ – ლაპიდარული წარწერა. ეკლესიის საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკების I რეგისტრი (წმ. მამების გამოსახულებები) წარწერებით.

ეკლესია გადახურული იყო კრამიტით.

+მეტამონაცემები