ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
არდაგანიდან კოლას გზის მარცხენა ფერდზე შემორჩენილია ჯიჯორის დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენით.
ეკლესიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ცენტრალური ნაწილები გამონგრეულია, ჩრდილოეთის მინაშენი დიდწილად დანგრეული, თაღები და კამარები ჩამოქცეული, საპირე წყობა შემოძარცვული.
ეკლესიის დარბაზს აღმოსავლეთით ბემიანი ნახევარწრიული საკურთხეველი ედგმის, რომლის სამხრეთ ნაწილში ღრმა, აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული ნიშაა. დარბაზის სივრცე პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. თითოეული ნაწილიდან ჩრდილოეთ მინაშენში გასასვლელი კარია. მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი. დასავლეთის – სწორკუთხა, ხოლო აღმოსავლეთის – აფსიდალური დაბოლოებით.
შემორჩენილი ნანგრევების საფუძველზე ეკლესია X საუკუნეშია ნაშენი.