ხახულის მცირე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ხახულის მონასტერში, ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 5 მეტრში, დგას X ს-ნის ხახულის მცირე დარბაზული ეკლესია. ეკლესია ნაშენია კარგად თლილი ბაზალტის კვადრებით. წყობა ცხოველხატულია.

გეგმით მარტივ „დარბაზს“, რომელსაც აღმოსავლეთით ერთსარკმლიანი აფსიდი აქვს, დასავლეთით ოთხკუთხა გახსნილი პორტიკი ედგა. ამჟამად მისგან მხოლოდ კედელზე მიდგმული ოთხმაგი პილონები გადარჩა. დასავლეთი კარის ტიმპანის ქვაზე აყვავებული ჯვრის გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადზე სამკუთხა ნიშებია, ზიგზაგისებური კონქებით დაგვირგვინებული, ხოლო სარკმელი ორიგინალური ნახატის ორმაგი საპირითაა შემკული.

+მეტამონაცემები