ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ტაძარი მდებარეობს კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან ორი კილომეტრის დაშორებით, ქურმუხის ხეობაში. ტაძრის მოცულობა მშვენივრადაა შეხამებული ლანდშაფტთან.
ქურმუხის ტაძარი მრავალჯერ ყოფილა დანგრეული მტრების მიერ, მაგრამ ხალხს ასევე ყოველთვის აღუდგენია იგი.
ახლანდელი ეკლესია 1894 წელსაა აღდგენილი და ფაქტიურად ახალ მოცულობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიას თაყვანს სცემს არა მარტო ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველობა, არამედ არაქართველი მუსლიმანური მოსახლეობაც. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევდნენ.
ქართულ მატიანეში იგი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი. XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დამდეგს ქურმუხის მონასტერს ჰყოლია საქართველოს კათოლიკოსს დაქვემდებარებული მთავარეპისკოპოსი, რომლის განმგებლობაში შედიოდა, აგრეთვე, მთიულეთისა და დაღესტნის (წახურის) ეკლესიები.
ქურმუხის ტაძრის გარშემო, ტყით დაფარულ ტერასებზე, სამონასტრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ შენობათა ნანგრევების ნაშთებია.