ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ოგლან კალესი-ს ციხის გადასწვრივ, კლდოვან ფერდზე მეორე ციხეა აღმართული. კიზ კალესი-ის სახელით წოდებული. ციხესიმაგრის კედლები აქაც ლანდშაფტს მიუღვება და წინა ციხისგან განსხვავებით არა ბორცვის პლატოს, არამედ კლოვან ფერდს მოიცავს. ციხე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, შემორჩენილია რეზერვუარები და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები.
ციხის ძირში, გაშლილ მდელოზე არის ნანგრევები ერთ დროს ვრცელი სასახლისა, ასევე აბანოს შენობა სფერული გადახურვით. კლდის პირას აგებულია ეკლესია, მცირე სამლოცველო, რომლის ერთი კედელი კლდეს წარმოადგენს.