ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
მამრუხის ტაძარი მდებარეობს ამჟამად ლეკებით დასახლებული სოფელ მამრუხის სიახლოვეს აღმართულ, უღრანი ტყით დაფარულ, არმატაის მთის წვერზე. ძეგლის კედლები მეტწილად სუროს ლიანებითაა დაფარული და მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეა ნაწილობრივ შემორჩენილი.
ტაძარი წარმოადგენს ორიგინალური ფორმის ნაგებობას, რომელთა მშენებლობა გარდამავალი ხანისთვის მიღებული პრაქტიკა იყო და სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს წრიული ფორმის ტაძარს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს კარი გაჭრილი, რომელთაგან ჩრდილოეთისას და სამხრეთისას მცირე სათავსები აკრავთ აღმოსავლეთისკენ მიმართული. ცენტრალურ სივრცეში ოთხი მძლავრი ბურჯია რომელზეც გუმბათი იყო დაყრდნობილი. აღმოსავლეთით წრიულად შვერილი აფსიდის გარდი-გარდმო, ასევე წრიული ფორმის სამკვეთლო და სადიაკვნეა განლაგებული, რომლებიც ნახევარსფერული გადახურვებითაა დასრულებული. მათში ორ-ორი სარკმელი და თითო ღრმა ნიშია განთავსებული. ტაძრის კუთხეები და კონსტრუქციული ნაწილები ნაგებია შირიმის ქვის კარგად თლილი კვადრებით.
ძეგლის გარშემო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა კვალია რომლებიც შესწავლას საჭიროებენ.