ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ლექართის ტაძარს წრიული მოხაზულობა აქვს და თითქმის მთელ პერიმეტრზე (დაახლოებით ერთი მესამედის გარდა) მონუმენტური თაღები ჰქონია შემოვლებული. ტაძრის გარშემო არსებული სვეტების უმეტესი ნაწილიდან მხოლოდ კონტურებია დარჩენილი, ხოლო ინტერიერში ტეტრაკონქის სვეტებიდან შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლის ფრაგმენტები. წყობა შესრულებულია კვადრატული მოყვანილობის (23-23-5 სმ.) წითელი აგურისაგან კირის ხსნარზე.
ტაძრის მრგვალი კედლის ფრაგმენტები (სიმაღლე 5 მ, სისქე 1,45 მ.) მოწმობენ, რომ ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია ადგილობრივი რიყისა და „შირიმის“ ქვა, წყობა შესრულებულია კირის დუღაბზე.
ლექართის მრგვალი ტაძრის კედლის ნანგრევების მეორე იარუსზე ინტერიერში შემორჩენილია აგრეთვე მცირე ზომის ცილინდრული ფორმის თლილი ქვის პილასტრები, რომლებიც რითმულადაა მრგვალი მოყვანილობის კედლის ზედაპირზე ირგვლივ განლაგებული. ეს პილასტრები ცილინდრული კედლის ზედაპირს ანაწევრებენ სექციებად და მონუმენტური დეკორაციული ჩარჩოების შთაბეჭდილებას ქმნიან.
ტაძარი VII საუკუნეში უნდა იყოს ნაგები.