იშხნის მცირე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

იშხნის დიდი ტაძრის გვედრით, სამხრეთით, დგას მცირე ზომის, წარწერებითა და ჩუქურთმებით შემკული XI ს-ის გურგენისეული დარბაზული ეკლესია. ჩრდილოეთ კარის თავზე, არქიტრავზე ნახევრადწრიული წნული ორნამენტაციაა ზოომორფული გამოსახულებებითა და შუაში დიდი სამშენებლო წარწერით. აღმოსავლეთის სარკმლის საპირეც მდიდარი ორნამენტითაა შემკული (ზოომორფული გამოსახულებებით). სამწუხაროდ, ნაწილი დაკარგულია.

ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები.

ნაგებობა XXI საუკუნეშია რესტავრირებული.

+მეტამონაცემები