ისი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ისის გუმბათიანი ეკლესია ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპისაა. იგი წარმოადგენს ტრიკონქს და თარიღდება IX ს-ით.

დღესდღეობით ტაძარი ნაწილობრივ დანგრეულია, რომლის კედლები დაახლოებით 1.5-2 მეტრზე მიწითაა ამოვსებული და ერთგვარად დაკონსერვებულიც. ნანგრევთა გათხრის შემთხვევაში, ვფიქრობთ, მრავალი ჩვენთვის საინტერესო დეტალი ხელუხლებლად დაგვხვდება.

ტაძარი შედგება ორი ძირითადი მონაკვეთისაგან – ტრიკონქი და დასავლეთის მკლავი; გეგმის საფუძველს ერთმანეთთან მიჯრით განლაგებული სამი მონალისებრო აფსიდური მკლავი წარმოადგენს ბემების გარეშე. აფსიდების შეერთების ადგილი ურთიერთმართობული წახნაგებით „შეჭრილი“ გამოდის. ეს ფორმა საშუალებას აძლევს ოსტატს შიდა სივრცის მოწესრიგებისა და გაზრდისა. დასავლეთი მკლავი დაგრძელებულია. სიგრძით იგი თითქმის უტოლდება სამყურა კომპოზიციას. მისი განივი კედლები ღრმა და მასიური სამ-სამი თაღების მეშვეობით არის დამუშავებული. ტრიკონქის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების კედლებში წრიული ფორმის კონქებით დასრულებული ნიშებია გამოყვანილი.

+მეტამონაცემები