ზედზგითი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ განაპირა უბანში. შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი ტაძარი სუფთად თლილი შირიმის ქვებითაა ნაგები. ოდნავ შვერილი ჯვრის მკლავებს მძლავრი ლილვები აუყვება და აფრების გაყოლებაზე გუმბათის ყელის ქვედა რეგისტრს შემოუყვება. კედლებზე ნალესობის და ფრესკათა კვალია შემორჩენილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი აკრავს. კარი დასავლეთიდანაა გაჭრილი. სტილისტური ნიშნებით ეკლესია IX-X სს უნდა განეკუთვნებოდეს.

+ფოტოგალერეა
  • zedzgiti
+მეტამონაცემები