ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ესბეკის კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 150 მ-ში, სოფლის განაპირას დგას სავარაუდოდ VIII ს-ის დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენით. მინაშენი დანგრეულია. ეკლესია ნაშენია კარგად თლილი რუხი ფერის კვადრებით. საკურთხევლის მოხაზულობა მკვეთრად ნალისებრია. კარისა და საკურთხევლის სარკმლის წირთხლების ნაკერებზე ფრაგმენტულად შემორჩენილია ანიკონური მხატვრობა.