ალიბეგლო

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნინოწმიდის ეკლესია მდებარეობს სოფ. ალიბეგლოს (კახის რაიონი) სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფლის ბოლოში, ე.წ. ძველ კალოს უბანში. უკანასკნელად განუახლებია სოფელს თავისი სახსრებით, ჰერეთში ქრისტიანობის მეორედ აღდგენის პერიოდში (1850-55 წწ.).

ნინოწმიდის გუმბათი, სამრეკლო და ორქანობიანი კრამიტის სახურავი შეკეთებულია 1930-32 წწ. მაშინ, როდესაც იგი პირველად გამოყენებულ იქნა საწყობად. სამეურნეო დანიშნულების მინიჭებამ ეს პატარა ეკლესია დანგრევისაგან იხსნა, იგი დღემდე კარგადაა შემონახული.

ტაძარი წარმოადგენს „კუპელჰალე“-ს ტიპს, შვერილი აფსიდით და წაგრძელებული დასავლეთ მკლავით. ეკლესიას დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიდგმული.

+ფოტოგალერეა
  • alibeglo
+მეტამონაცემები