პროექტის შესახებ

წინამდებარე საიტი მომხმარებელს წარმოუდგენს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა, ტაოს და ა.შ. ქრისტიანული ხუროთმოძღვრების 102 (ას ორ) ძეგლს.

გამოცემა მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება # 17/05).

წამყვანი ორგანიზაცია: საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება.

შეგროვილი და გამოქვეყნებული მასალა:

ძეგლები: 102
ფოტოები: 16,000-მდე
პანორამები: 800-მდე
ნახაზები: 200-მდე
სტატიები: 110-მდე

=====================================

სამცხე-ჯავახეთის ძეგლებზე მონაცემები მომზადებულია სამეცნიერო პროექტის „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ ფარგლებში [გრანტის ნომერი HE-21-1739], რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (პროექტის მონაწილენი: გიორგი ბაგრატიონი, თამაზ გოგოლაძე, ბონდო კუპატაძე, ნინო სილაგაძე, ელისაბედ უგულავა, გიორგი ჩილინგარაშვილი).

logo-rustaveliშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შეგროვილი და გამოქვეყნებული მასალა:

ძეგლები: ~ 80
ფოტოები: 500-მდე
პანორამები: 250-მდე
ნახაზები: 150-მდე
სტატიები: ~ 80