აბი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნასოფლარ აბის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (41°37’10.74″N 42°57’59.26″E 1262 მ) ფიქსირდება დ. ბერძენიშვილის ფოტოარქივში. დღესდღეობით ადგილზე სახეზეა ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი – ნახევარწრიული აფსიდის და კონქის ნანგრევები ერთი სარკმლის ფრაგმენტით და ორსაფეხურიანი შვერილებით, სამხრეთ კედლის ფრაგმენტი აქ არსებული კარის ღიობის ნაშთებით, დასავლეთ კედლის მოხაზულობა მიწის დონეზე ერთი შესასვლელით და სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილზე მიშენებული სწორკუთხა აფსიდიანი ეკვდერი, რომელიც კარით უკავშირდებოდა ცენტრალურ დარბაზს. ეკვდერის აფსიდშიც ერთი სარკმელია. ცენტრალური დარბაზი ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით იყო დანაწევრებული. სამხრეთ მხარეს მდებარე მცირე ეკვდერის გაგრძელებაზე, მიწის დონეზე, კიდევ იკითხება კედლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, სამხრეთის მხრიდან და, შესაძლოა, დასავლეთიდანაც, გარს უვლიდა ეკლესიას. შესაძლებელია, აქ დარბაზული ეკლესიის გარშემო ორმხრივი გარშემოსავლელი იყო, მაგრამ არაა გამორიცხული ასევე სამმხრივი გარშემოსავლელის არსებობა და ისიც, რომ ეკლესია თავდაპირველად სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენდა.

+ფოტოგალერეა
  • abi
+მეტამონაცემები