ტოლოშის წმ თევდორე

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ტოლოშის წმ. თევდორე ტირონის ეკლესია საკმაოდ მოზრდილი დარბაზული ნაგებობაა (12,7 მ X 6,6 მ), რომლიც ძლიერაა გადაკეთებული და შელესილი XIX ს-ის განხორციელებული რესტარაციის შედეგად. დარბაზი ორნაწილიანია, პილასტრები – ორსაფეხურიანი, საკურთხევლის აფსიდში ერთი სარკმელი და მის მარჯვნივ განლაგებული ორი ნიშია. დარბაზის დანარჩენ სამ კედელში თითო-თითო სარკმელია გაჭრილი. სარკმლები რესტარაციის დროს გაუფართოვებიათ, დასავლეთ მხარეს, ფრონტონის კეხზე კი დაუშენებიათ სამრეკლოს ოთხსვეტიანი ფანჩატური მაღალი კონუსუსებრი გადახურვით. შენობა დახურულია კრამიტით, ფასადებს სადა ლავგარდანი შემოუყვება. ფასადები ნატეხი, პირმოსწორებული ქვითაა ნაგები, კუთხეები უკეთ დამუშავებული დიდი ზომის კვადრებითაა გამოყვანილი. ფასადებზე არსებული მოგვიანო ნალესობის მიუხედავად, მაინც ჩანს კედლის ცხოველხატული წყობა. ერთადერთი კარი დასვალეთ ფასადზეა გაჭრილი, მას მასიური შავი ბაზალტი არქიტრავი ხურავს, მის ზევით არსებული ღია ლუნეტი მოგვიანო გადაკეთების დროსაა ამოვსებული. დასავლეთ ფასადის კუთხეში ქვასვეტის ფრაგმენტია ჩაშნებული, ზედ ჯვარია ამოკვეთილი. ტოლოშის ეკლესია, სავარაუდოდ, IX-X სს-შია აგებული, თუმცა ძლიერაა სახეცვლილი XIX ს-ის რესტავრაციის შედეგად.

+ფოტოგალერეა
  • toloshi-st-tevdore
+მეტამონაცემები