ანდრიაწმინდას წმ ანდრია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ანდრიაწმინდას წმ. ანდრიას ეკლესია სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს. დარბაზული ნაგებობის ზომებია 4,74 მ X 8,22 მ. ეკლესიას მინაშენები არ გააჩნია. ორი შესავლელიდან დღეს მხოლოდ ერთია დატოვებული (სამხრეთიდან), დასავლეთის კარი ამოქოლილია. ორივე კარს თაღოვანი ტიმპანი აქვს შიგნიდან (სამხრეთისას – ოდნავ უსწორო და ისრული), გარედან კი ბალავრითაა გადახურული. ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, მეორე – დასავლეთ მხარეს. კამარა შეკიდული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. მის კრონშტეინებს ტრაპეციის ფორმა და ძირში სამ-სამი წრე აქვს. აფსიდისპირა შვერილები მარტივი კაპიტელებითაა დასრულებული. აფსიდი ღრმა და ნახევარწრიულია, ჩრდილოეთ მხარეს ერთი სწორკუთხა ნიში აქვს. შენობა დახურულია კრამიტით, ფასადები კარგად გათლილი მსხვილი კვადრებითაა შემოსილი. დასავლეთ სარკმელს ჯვრით მორთული თავსართი აქვს, აღმოსავლეთის სარკმლის არე დაკარგულია და რესტავრაციის დროსაა ამოშენებული. ნაგებობა X ს-ს განეკუთვნება.

+ფოტოგალერეა
  • andriatsminda-st-andria
+მეტამონაცემები