| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. უდეს შუშანქალის ეკლესია უდეს რაბათზე მდებარეობს (41°38’28.22″N 42°47’21.82″E 1204 მ). მოზრდილი დარბაზული ნაგებობა გეგმის დონეზეა შემორჩენილი. კედლების შიდა მხარეს შემონახულია საპერანგე წყობის ფრაგმენტები. ქვები საკმაოდ მსხვილია, დაცულია ჰრიზონტალური რიგები. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა, სწორკუთხედში ჩაწერილი, ორი ნახევარწრიული ნიშით. დარბაზი დანაწევრებულია ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით, რომელთა ნაშთები განირჩევა ჩრდილოეთის შედარებით უკეთ შემონახულ კედელზე. ეს კედელი და დასავლეთის კედელიც უწყვეტი ჩანს, სავარაუდოდ, ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან იყო. სარკმლებზე საუბარი შეუძლებელია კედლების ფრაგმენტულობის გამო. სავარაუდოა სარკმლის არსებობა აფსიდში. ახლომდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება რამდენიმე ჯვრიანი და ჩუქურთმიანი ქვა.

