| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ოშორას ეკლესიას (41°37’12.53″N 43°14’36.20″E 1190 მ) 2010 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეკლესია აგებულია XIV ს-ში, რასაც ადასტურებს სამხრეთის კარის თავზე ორ დიდ ქვაზე ამოკვეთილი შეწირულობის წარწერა:
ქ. დდო ღისო შნდ სმსხრდ ვიყდნ ორნი ვნÃნი და სმნი ყანნი მ
ე დ~ფ ყფლმნ ეფრსნე და მივც შმნგლსძესა ბსლს
და მისა შვლსა ილრნს და დÂრლთგნ ნსყიდი სხლი ავგე ზა დამი
ც ამისვე სმსხორსათს გავც ოქრი აწყრს და ყლ~გნ
რომე ცÂლი მოკრფბდს და არ დაი
-დს არა დღვ დარა ღმე ამთითა Ãლითა
-ნ დაკრლია დამვსყლი დდისა ღისა მდლთ-
`ქ. დჾეჿდჾაჿო ღჾმრთჿისჾაჿო, შჾეჿნდჾაჿ სჾაჿმსჾაჿხჾუჿრჾაჿდ ვიყჾიჿდჾეჿნ ორნი ვჾეჿნჾაჿÃნი და სჾაჿმნი ყანჾაჿნი მ|ე, დ(ო)ფ ყჾოჿფჾიჿლმჾაჿნ ეფრჾოჿსჾიჿნე და მივჾეჿც შჾაჿმჾაჿნგჾუჿლჾიჿსძესა ბჾაჿსჾიჿლს | და მისჾსჿა შვჾიჿლსა ილჾაჿრჾიოჿნს და დÂრჾეჿლთჾაჿგჾაჿნ ნჾაჿსყიდი სჾაჿხლი ავჾაჿგე ზჾედჿა დამი|ც ამისვე სჾაჿმსჾაჿხურჾიჿსათჾÂჿს გავჾეჿც ოქრჾოჿი აწყჾუჿრს და ყ(ოვე)ლგ(ა)ნ | რომე ცÂლი მოჾიჿკრჾიჿფჾეჿბჾოჿდჾეჿს და არ დაი|ჾვსებოჿდჾეჿს არა დღე დჾაჿ არა ღჾაჿმე ამჾაჿთითა Ãჾეჿლითა | დჾეჿდისა ღჾმრთჿისა მჾაჿდლჾიჿთ[ა]~.
კიდევ ერთი, X-XI სს-ის წარწერა მეორადად გამოყენებულ ქვაზე ჩასმულია ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე:
ქე შე ისაკაჲ ა-
`ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ისაკაჲ ა[(მე)ნ]~.
ოშორას ეკლესია მარტივი ფორმის დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია არაერთგვაროვანი, უხეშად დამუშავებული ქვით. შესავლელი სამხრეთიდან აქვს, ის ტიმპანითაა დაგვირგვინებული. ტიმპანის დაკიდებული მასიური თაღი მთლიანად განახლებულია, რესტავრაციის დროინდელია ასევე ტიმპანში ჩასმული ფილა ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. ამავე ფასადზე ერთი მცირე მრგვალი სარკმელია ორნამენტიანი მრგვალი საპირით. დასავლეთ ფასადზე არსებული სარკმელი სამმაგი ლილვისგან შედგენილ საპირეშია მოქცეული, აღმოსავლეთ ფასადზე ასევე სახეზეა ერთი, მარტივად პროფილირებული სარკმლის საპირე, რომლის თავზე ჩასმულია ორი ვარდული და ფილა საქტიტორო რელიეფური კომპოზიციით.
დარბაზი ერთი წყვილი მარტივი ფორმის პილასტრითაა დანაწევრებული. აფსიდი ნახევარწრიულია, სწორკუთხედში ჩაწერილი, მასში ერთი სარკმელი, ორი მაღალი თაღოვანი და ორი მცირე ნიშია, აფსიდის შვერილები დაგვირგვინებულია მარტივი ტრაპეციისებრი პროფილიანი კაპიტელებით. მასიური და მარტივი ფორმისაა ასევე აფსიდისპირა, გრძივი კედლების დამანაწევრებელი და დასავლეთ კედლის თაღები.
აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ჩასმული საქტიტორო რელიეფი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ფილა ქვევიდან რკალისებურად გათლილ სარკმლის თავსართს წარმოადგენს, მას ბურთულებიანი მოჩარჩოება შემოუყვება. ცენტრში აღმართული ჯვრის გარშემო ორ-ორი ხელაპყრობილი ფიგურაა წარმოდგენილი. სტილური თავისებურებებიდან გამომდინარე, რელიეფი X ს-ით თარიღდება და მეორადი გამოყენებისაა. ეკლესიის მიმდებარედ აღმართულია ქვასვეტი.

