ოლოდას ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოლოდას კლდეში ნაკვეთი მონასტერი და ციხე (41°18’57″N 43°13’42″E) მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კლდოვანი მასივის ფერდობზეა განლაგებული. კომპლექსს ტერასული გეგმარება ახასიათებს, აქ იარუსებადაა განლაგებული ორი ეკლესია, ბერთა სენაკები, გვირაბები და სხვ. დანიშნულების სათავსები. კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში ორი დარბაზული ეკლესიაა (პირობითად – ზედა და ქვედა).
ქვედა ეკლესია ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. დარბაზის კამარა შეკიდული საბჯენი თაღით და ნახევარპილასტრების წყვილითაა დანაწევრებული, საკურთხეველში ორი მცირე ნიშია, აფსიდისპირა პილასტრები და თაღი მარტივი ფორმისაა. დასავლეთ მხარეს ღიობია, საიდანაც, თოკის კიბის მეშვეობით, ზედა დონეზე, ერთი იარუსით მაღლა განლაგებულ ზედა ეკლესიაში შეიძლება მოხვედრა.
ზედა ეკლესია ასევე დარბაზულია, შესასვლელი დასავლეთიდანაა. დასავლეთიდანვე ეკლესიას უერთდება გვირაბი, ეს გვირაბი უკავშირდება კიდევ ერთ მცირე სამლოცველოს. ზედა ეკლესიის საკურთხეველს მაღალი ხარისხი აქვს. ოლოდას მონასტერი, სავარაუდოდ, განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქას განეკუთვნება.

+ფოტოგალერეა
  • oloda-church
+მეტამონაცემები