| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ნაქალაქევის ქარვასლა ხერთვისი-ვარძიის სამანქანო გზასთან მდებარეობს. კუთხეებმომრგვალებული მაერთკუთხედის გეგმის მქონე ქვითკირის გალავანი ფრგამენტულადაა შემორჩენილი 3-5 მ-ის სიმაღლეზე. ქარვასლა ორსართულიან შენობას წარმოადგენდა. შემორჩენილია კარი სამხრეთ მხარეს, მეორე იარუსის დონეზე, და პატარა სარკმლები აღმოსავლეთ მხარეს. ამ მხარეს კედელი გამორღვეულია, სავარუდოდ, აქვე იყო მთავარი კარიბჭე. შენობის დანარჩენი ნაწილები განადგურებულია. ქარვასლის გარეთ, მდინარის ნაპირზე, ფიქსირდება ნაგებობათა ნაშთები.

