ერკოტის ფერიცვალება

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნასოფლარ ერკოტას ეკლესია (41°32’26.93″N 43°12’48.57″E 1572 მ) აღდგენილი და გადაკეთებული ნაგებობაა. დარბაზს ერთი წყვილი პილასტრი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. ძალზე წაგრძელებული ფორმის დარბაზი, როგორც ჩანს, გაზრდილია ძლიერად გადაკეთებული დასავლეთ მხარის ხარჯზე. აფსიდი ნახევარწრიულია, ორსაფეხურიანი შვერილებით. მასში ერთი სარკმელი და ერთი ნიშია. პილასტრები, აფსიდის შვერილები და აფსიდისპირა თაღი სქელი ნალესობითაა დაფარული. საკურთხეველს პასტოფორიუმები არ აქვს. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, თითო სარკმელია საკურთხეველში და დასავლეთ მხარეს. სამხრეთ მხარეს ორი საკმაოდ ასიმეტრიულად განლაგებული სარკმელია – ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ნაგებობების დასავლეთი მხარე გადაკეთებულია. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით, უკეთ გათლილი ქვა გამოყენებულია ფასადების კუთხეებსა და სარკმლების გარშემო. შენობას სწორი, ორფერდა სახურავში მოქცეული გადახურვა აქვს, რომელიც ოდნავ ამაღლებულია აღმოსავლეთ მხარეს. ეს ნაწილიც აშკარად გადაკეთებულია – სავარუდოდ, ჩამოქცეული კამარის მაგიერ სწორი გადახურვა გაკეთდა. ეკლესიის დასავლეთით ოთხსვეტინი ფანჩატურის ფორმის სამრეკლოა.

+ფოტოგალერეა
  • erkota
+მეტამონაცემები