| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
კიკობოს ციხე (41°45’59.81″N 42°32’51.31″E 1704 მ) ხშირ ტყეში მდებარეობს. შემონახულია მაღალი სწორკუთხა ფორმის კოშკის ნაწილი, კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკს ემიჯნება მართკუთხა სივრცე. სახეზეა ამ სივრცეში შესავლელი სწორკუთხა ღიობი, რომელიც გადახურულია ძალზე მასიური უსწორო არქიტრავის ქვით. გალავნის ხაზი განირჩევა ამ შესავლელის წინაც და მართი კუთხით შემოუყვება კომპლექსს.

