| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ლელოვანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, გორაკზე, მდებარეობს (41°39’20.73″N 42°44’07.41″ E 1266 მ). ეს კვარდატს მიახლოებული ფორმის შენობაა, რომლის აღმოსავლეთ მხარეს სამი აფსიდის ფრაგმენტები ფიქსირდება. ამ გარემოებამ გ. ბოჭორიძეს აფიქრებინა, რომ ეს სამნავიანი ბაზილიკაა. სამწუხაროდ, დანამდვილებით იმის თქმა, ცენტრალური და გვერდითა მონაკვეთები კარებით თუ თაღებით უკავშირდებოდა ერთმანეთს, ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, შეუძლებელია. შემონახულია მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილი ჩრდილო-დასავლეთი კუთხით, ჩრდილოეთის კედლის ნაწილი გვერდითა აფსიდის მომრგვალებული ფრაგმენტით, საკურთხევლის აფსიდის სამხრეთი მხარე სწორკუთხა ნიშით და სამხრეთის კედლის ნაშთი გვერდითა აფსიდის ნაწილით. საკურთხევლის კედელს ოდნავ ეტყობა აფსიდისპირა შვერილები. პერანგის ქვა არსად არაა შემორჩენილი. ირგვლივ მიმოფანტული ქვები ამჟამად ერთ ადგილზეა შეგროვებული.

