ცირქინე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ჭოროხის ხეობის მარცხენა ნაპირზე, სოფ ცირქინეს განაპირას შემორჩენილია გარდამავალი ხანის ბაზილიკის ნანგრევები.

ბაზილიკა ნაგებია უხეშად დამუშავებული, მომცრო ზომის ქვიშისფერი და რუხი ფერის ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმის ქვა.

ბაზილიკის გვერდითა ნავები შუა ნავთან შედარებით ბევრად ვიწროა. ნავების გამყოფი სვეტები და თაღები დანგრეულია. საკურთხევლის მხრებზე და დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია გამყოფი თაღნარის იმპოსტები. საკურთხეველი ნახევარწრიულია, პასტოფორიუმები – სწორკუთხა. დასავლეთ კედელში გაჭრილია კარი. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებზე სამ-სამი სარკმელია შემორჩენილი. მათ შორის აღმოსავლეთის სარკმელებს შირიმის ქვაში გამოყვანილი, სადა თავსართი წარბები აქვთ.

ეკლესიის სიდა სივრცეში ალაგ-ალაგ შემორჩენილ ნალესობაზე გაირჩევა მოხატულობის (სინგურის) კვალი.

+მეტამონაცემები