ანისის ჰორენცი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ტიგრან ხონენცის სახელით ცნობილი ეკლესია ქ. ანისის განაპირა, მდინარე ახურიანის თავზეა წამოჭიმული.

ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მოთავსებული წარწერის თანახმად მშენებლობა 1215 წელს დაუფინანსებია მდიდარ სომეხ ვაჭარს ტიგრან ხონენცს, რომელიც მართლმადიდებელი იყო და ეს ეკლესიაც მცხეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო მოქცეული.

ეკლესია არის ჯვარ-გუმბათიანი, ე.წ. კუპელჰალეს ტიპისა, როცა გუმბათი განივი კედლის შევერილებს ეყრდნობა. შიგნიდან ტაძარი მთლიანად შელესიალი და მოხატულია, გარედან კი კარგად ნათალი ქვითაა მოპირკეთებული.

ფასადები თაღნარითა და წნული გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებითაა შემკული, სადაც ცხოველთა და ფრინველთა ფიგურული გამოსახულებებია ჩართული.
ეკლესიის შესასვლელი კარი დასავლეთითაა. მოგვიანებით მოუშენეს დიდი პორტალი, სომხური ტრადიციისთვის დამახასიათებელი დიდი შესაკრებელი დარბაზი, ე.წ. ჟამატუნი. ცენტრალური კარის ტიმპანზე იყო ასომთავრული წარწერა:

სხვა ასომთვრული წარწერები არის როგორც დასავლეთი წნული ჯვრის გარშემო, ასევე აღმოსავლეთის ფასადზე.

ეკლესიის მოხატულობით შემკობა ანისში ქართველთა გავლენის პერიოდს უკავშირდება. საკურთხეველში წმ, მამების პორტრეტებია, ქართული განმარტებითი წარწერებით. გუმბათის სფეროში ჯვირს ამაღლებაა. გვერდით კედლებზე კი საუფლო სცენები. დასავლეთის მკლავში საინტერესოა ორი ციკლის მოთავსება, რომელიც ქართველთა და სომეხთა განმანათლებლებს, წმ. ნინოსა და წმ. გაიანე და წმ. რიფსიმეს ეხება, სცენები ასევე გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრებიდან, რომელიც ქართული რედაქციის ილუსტრაციას წარმოადგენს. ანისის მოხატულობა მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის გამოსახულია სვეტიცხოველის სასწაულებრივად დამყარების სცენა და წმ დედები, მათ შორის წმ. ნინო.

მოხატულობა უხვად შეიცავს ქართულენოვან წარწერებს. მათგან აღსანიშნავია ტაძრის ტრიუმფალურ თაღზე დაწერილი ფსალმუნის 17,20 (სხვა ტაძრებზეც სწორედ ამ ადგილას დამკვიდრებული) ტექსტი: ესე არს ბჭე უფლისაჲ და მართალნი შევლენ ამას შინა.

აქვე არის საფლავის ქვა, რომელზეც ათაბაგ შანშე ამირახორის ეპიტაფიაა. თარიღდება XV საუკუნის დასაწყისით.

+ფოტოგალერეა
  • anisi-xorenci
+მეტამონაცემები