ირქი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ირქის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (41°36’49.53″N 42°50’40.86″E 1075 მ) აგებულია საგანგებო ბაქანზე. ნაგებობის ზომებია 8.3 მ×5.67 მ, კონსტრუქციები საკმაოდ კარგადაა შემონახული, თუმცა კედლებს მთლიანად შემოცლილი აქვს პერანგის ქვები. დარბაზი ერთი წყვილი მარტივი პილასტრის საშუალებით ორ ნაწილადაა დანაწევრებული, პილასტრებია ასევე დასავლეთ კედელზე. აფსიდი ნახევარწრიულია, გარედან სწორ კედელში ჩაწერილი, ორი ნახევარწრიული ნიშით, პასტოფორიუმების გარეშე. შესასვლელი სამხრეთით, პილასტრსა და აფსიდს შორისაა გაჭრილი. თითო სარკმელია აფსიდში, სამხრეთით და დასავლეთით. კამარა ცემენტითაა განახლებული 1953 წლის რესტავრაციისას. საერთო პროპორციები და ფორმები (პილასტრები, თაღები, მაღალი, ოდნავ შეისრული, კონქი) სიმაღლის და ზესწრაფულობის შთაბეჭდილებას ქმნის. პილასტრების კაპიტელებიც მაღალი, ტრაპეციისებრია, ქვეშ ჰორიზონტალური ფილით. 2004 წელს შენობა თუნუქით გადახურეს. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის ქვეშ, უწესრიგოდაა ჩასმული რამდენიმე მეორადი გამოყენების ქვა. ჩუქურთმიანი ქვები აშკარად სარკმლის საპირეს ფრაგმენტებს წარმოადგენს. ნაწილობრივ სახეზეა წნული ორნამენტით მორთული კარნიზი. ირქის ეკლესია XIII ს-ის ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დარბაზული ტიპის ეკლესიაა მაღალი კონსტრუქციებით, რომელიც სამცხის არქიტექტურაში XIII ს-ის შემდეგაც აგრძელებს თავის განვითარებას.
ირგვლივ ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ჩუქურთმიანი ქვა ფიქსირდება. კიდევ ორი მსგავსი ფრაგმენტი ამჟამად ირქის წმ. გიორგის ეკლესიის მახლობლად მდებარე წმ. ნინოს ეკლესიის ეზოში დევს. სავარაუდოდ, ისინიც ირქის წმ. გიორგის ეკლესიას ეკუთვნოდა

+ფოტოგალერეა
  • irqi
+მეტამონაცემები