ოშორას მეჩეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ოშორას მეჩეთი (41°37’09.04″N 43°14’38.31″ 1168 მ) კვარდატს მიახლოებული გეგმის შენობაა, კარ-სარკმელთა ტრადიციული ფორმებთა და განლაგებით (მაღალი სარკმლები პირველ იარუსზე, უფრო მცირე და კვადრატული – მეორეზე), ნაგებია თლილი ქვის ბლოკებით, უფრო მსხვილი კვარდებით დამუშავებულია კორპუსის კუთხეები. პირველი და მეორე სართული გამყოფი ჰორიზონტალური ზოლი ფასადებზე მკაფიოდაა გამოკვეთილი. შესასვლელის თავზე ტიმპანია, მასში დაზიანებული სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა: „არ არის ღმერთი თვინერ ალაჰისა და მუჰამედი მოციქულია მისი/ ძლიერება ალაჰისა… კეთილი ვითარება ჰიჯრის 1318 წელს, თვესა..“. სავარაუდოდ, მოხსენიებულია მეჩეთის აგების თარიღი, ე. ი 1900 წელი. შემონახულია ხის ორფრთიანი ძველი კარი. შენობის სახურავი განახლებულია. ინტერიერში შემონახულია მოხატული ხის ჭერი, გუმბათის მოხატულობა, ნაწილობრივ – მოხატულობა დარბაზის კედლებზე, მომწვანო-ფირუზისფერი საღებავით შეღებილი მიჰრაბის ნიში ისრული თაღოვანი დაგვირგვინებით, პროფილირებული კონსოლები მის აქეთ-იქით, მეორე იარუსის გალერეა მაქმანისებრი რიკულებით და მცენარეული ჭვირული ორნამენტით, გალერეის ხის ბოძები კვეთილი და დაფერილი დეტალებით და სხვ. გუმბათი და გუმბათქვეშა კვადრატი არაბესკებითა და გირლანდებითაა მორთული, კვადრატის კუთხეებში სეგმენტები ლურჯადაა შეღებილი.

+მეტამონაცემები